Страницы

среда, 1 января 2014 г.

ბიოგრაფია


  • დავიბადე ქუთაისში 1970 წლის 14 აგვისტოს. 
  • წარჩინებით დავამთავრე ქ. ქუთაისის N13 საშუალო რუსული სკოლა.
  • 1992 წელს დავამთავრე მოსკოვის მიხელ ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტი, მივიღე სპეციალობა ქიმიკოსი და სპეციალიზაცია- მაღალმოლეკულათა ნაერთთა ქიმია.
  • 2005 წელს დავიცავი დისერტაცია თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე სპეციალობოთ მაღალ მოლეკულათა ნაერთთა ქიმია. ჩემი ხელმძღვანელები იყვნენ ისეთი გამოჩენი ქართული მეცნიერებები, როგორიცაა ლ.ხახანაშვილი, ნ.ცომაია (სამწუხაროდ გარდაცვლილი არიან), ხელმძღვანელობა გამიწიეს თბილისის პროფესორი ო.მუკბანიანმამ და ელზა მარქარაშვილმამ.
  • 2001 წლიდან ვმუშაობდი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის კათედრაზე,
  • 2006 წლიდან ვარ აწსუ-ს საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის ქიმიური ტექნოლოგიების მიმართულების მოწვეული სპეციალისტი.
  • 2011 წლიდან ვასწავლდი ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში, ვარ სერტიფიცირებული ქიმიის პედაგოგი.
  • 2014 წლის 2 თებერვალს მივიღე დირექტორობის მოპოვების უფლების სერტიფიკატი2014 წლის 12 სექტემბერს დავინიშნე ქ.ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დირექტორად.
  • 2015 წელს მომენიჭა ქიმიის წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.
  • 2017 წელს მოვხდი "მასწავლებელთა ეროვნული ჯილდო"-ს საუკეთესო ათეულში
  • 2017 წელს მომენიჭა მენტორი მასწავლებლის სტატუსი
  • 2020 წელს მოვხდი ათი საუკეთესო სკოლის ლიდერებს შორის, კონკურსის ორგანიზატორია "განათლების კოალიცია"
  • 2023 წ - სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის  ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
  • მყავს მეუღლე და ხუთი შვილი